Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" – 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

იხილეთ: ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ბრძანება

იხილეთ: სტიპენდიის მინიჭების ახალი წესი (ბრძანების დანართი)

მნიშვნელოვანი: ყველა სემესტრის სტუდენტი მონაწილეობს საერთო კონკურსში!


სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა (ბაკალავრიატის საფეხურის 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8 სემესტრი), რომელთაც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა აქვთ 91 ქულა ან მეტი და მონაწილეობა აქვთ მიღებული:
1. სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში; 
2.სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებებში;
3. იმიტირებულ სასამართლო პროცესში;
ან მიმდინარე სემესტრში განეკუთვნებიან: სოციალურად მოწყვლად ჯგუფს*:
1. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები;
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი;
3. მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები;
4. ობოლი (უდედმამო);
5. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი);
6. სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
(შესაძლოა სტუდენტი განეკუთვნებოდეს ერთდროულად რამოდენიმე კატეგორიას, ასეთ შემთხვევაში ყველა კატეგორიისადმი კუთვნილება ანიჭებს დამატებით ქულას).

უნდა წარადგინონ (ელექტრონული ფორმით):

ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. დანართი);
ბ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);
გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);
დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება აქტივობის განხორციელების თარიღები და მონაწილეობის სტატუსი;
ე) იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება განხორციელების თარიღები და მონაწილეობის სტატუსი.
ვ) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი კუთნილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შესაძლოა რამოდენიმე ან ყველა ჯგუფისადმი კუთვნილება);
ზ) საბანკო რეკვიზიტი პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებით (ინტერნეტ ან მობაილბანკით მიღებული PDF ფორმატის დოკუმენტი, ასევე შესაძლებელია დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი); 
თ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დასკანერებული ან მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტოასლი);


საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის  11 დეკემბერი, 18:00 სთ.

სტუდენტებმა განცხადება და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით  უნდა გამოაგზავნონ მეილზე stipendiaeab@tsu.ge

შენიშვნა: იმ სტუდენტების რეიტინგის დაანგარიშება, რომელთაც არ აქვთ სხვა აქტივობა და აქვთ მხოლოდ ქულათა საშუალო არითმეტიკული 91 ან მეტი, განხორციელდება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ lms.tsu.ge-ს სასწავლო ბარათში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (სტუდენტებისგან განცხადების წარმოდგენის  საჭიროება არ არის). სტუდენტებს, რომელთაც რაიმე ხარვეზი აქვთ აღნიშნულ სასწავლო ბარათში, გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადება ხარვეზის შესახებ ინფორმაციის აღნიშვნით, რათა რეიტინგების დამუშავების დროს არ მოხდეს რაიმე მონაცემის არასწორი დამუშავება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კონკურსის შედეგების (სტიპენდიის კანდიდატთა სავარაუდო და საბოლოო სიის) გამოქვეყნება მოხდება სტუდენტების პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარეშე, შესაბამისად, სიაში მოცემული იქნება სტუდენტის ID (უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის ნახვაც სტუდენტებს შეუძლიათ LMS.TSU.GE-ის ბაზაში, სტუდენტის პოფაილის ანკეტურ მონაცემებში.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 79 97 40

გისურვებთ წარმატებას!